პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge იური ლუიკი - რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა -...

იური ლუიკი – რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა – 1TV

იური ლუიკი – რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი აცხადებს, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის შესახებ მან ლონდონში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

ლუიკის თქმით, ნატო ბევრს აკეთებს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.

„ესტონეთში ნატო-ს სამხედროები არიან დისლოცირებული, ბრიტანელები და ფრანგები. ნატო ბევრს აკეთებს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. როდესაც ხალხი რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს, ყოველთვის ვამბობ – რას ვაკეთებთ ჩვენ?

ჩვენ თუ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს და სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, გვქვს მკაფიო გზავნილები. მაშინ საფრთხე იკლებს, მაგრამ, სისუსტეს თუ გამოვიჩენთ, საფრთხე გაიზრდება. ჩვენ გვჭირდება მეტი წვრთნა, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია მეტი სამხედროების დისლოცირება საჭიროების შემთხვევაში. იყო რამდენიმე წვრთნა და მომავალ წელს ველოდები 2020 წლის წვრთნებს, რომელიც აშშ-ის ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება ევროპაში“, – წერს იური ლუიკი.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები