კასპში შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ახალგაზრდული ცენტრის დაარსებიდან 3 წლის იუბილე აღინიშნა

0
9

დღეს კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე და ცენტრის დაარსებიდან 3 წლის იუბილე აღინიშნა. ბაშვებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირელი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე სტუმრობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მერიიდან აცნობეს, მათ ცენტრის ბავშვებს შშმ პირთა საერთაშორისო დღე, ფუნქციონირების 3 წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ლამაზად მორთულ შენობაში ბავშვებთან ერთად მშობლებიც ზეიმობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ცენტრს უზურფრუქტის წესით შენობა გადაეცა, რომლის ხელმოწერაც დღეს მოხდა.

ბავშვებმა მშობლებს და სტუმრებს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერებინეს, შემდეგ კი კონცერტი გაუმართეს.

ზეიმზე საიუბილეო ტორტიც გაიჭრა.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთასორისო დღე, 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა.