გრეტა ტუნბერგი: ხალხი არ აფასებს გაბრაზებულ ბავშვებს

0
1

აქტივისტ გრეტა ტუნბერგის თქმით, უფროსებმა გლობალური დათბობის გამო ახალგაზრდების “გაბრაზება უნდა შეწყვიტონ”. ამის შესახებ ტუნბერგმა ლისაბონში თქვა, სადაც კატამარინით ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

16 წლის ტუნბერგი აშშ-დან, კერძოდ კი ვირჯინიიდან მადრიდში კლიმატის შესახებ სამიტზე COP25 დასასწრებად ნავით წავიდა.

“ჩვენ სერიოზული მიზეზების გამო ვართ გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები”, – თქვა ტუნბერგმა. 

პოლიტიკური ლიდერები და კლიმატის საკითხში დიპლომატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები მადრიდში შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელობენ. კონფერენცია მადრიდში 2 დეკემბერს გაიხსნა. 

2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

სამიტის გახსნაზე, 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა: “ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ – ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!”

გრეტა ტუნბერგი თივთმფრინავით მოგზაურობაზე უარს საფრენი აპარატის მიერ გარემოს დაბინძურების გამო ამბობს. მანამდე აშშ-ში გამგზავრების დროს შვედმა ეკოაქტივისტმა მოგზაურობის იგივე ფორმას მიმართა. მან ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაცურა.