დემოკრატი კამალა ჰარისი აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

0
4

დემოკრატი კამალა ჰარისი აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

კალიფორნიის შტატის სენატორმა კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია იანვარში დაიწყო, თუმცა დემოკრატიული პარტიის სხვა კანდიდატებთან ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსური რესურსები ვერ მოიზიდა.

„მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს: სამწუხაროდ, კამპანიის შეწყვეტა მიწევს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და გპირდებით, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ყველაფრისთვის, რაზეც კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობდი – სამართლიანობა ყველა ადამიანისთვის“, – წერს 55 წლის კამალა ჰარისი Twitter-ზე. 

ამერიკის პრეზიდენტობის რა შანსები აქვს დემოკრატების კიდევ ერთ კანდიდატ მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც ტრამპზე 20-ჯერ მდიდარია, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.