რობერტ მუგაბეს ბანკში $10 მილიონი დარჩა, ანდერძი კი არ დაუწერია

0
4

ზიმბაბვეს ყოფილ პრეზიდენტს რობერტ მუგაბეს გარდაცვალების შემდეგ ბანკში 10 მილიონი დოლარი დარჩა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სიკვდილამდე ანდერძი არ დაუტოვებია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მუგაბეს ოჯახსა და მათ ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუგაბე სექტემბერში 97 წლისა გარდაიცვალა, ის ზიმბაბვეს 37 წლის განმავლობაში 2017 წლამდე მართავდა. 

მუგაბეს დიდი სიმდიდრის შესახებ ჭორები ყოველთვის არსებობდა, მათ შორის ცნობილია რომ ის ფლობდა 1 მილიონი დოლარის ღირებულების ციხესიმაგრეს აზიაში. მაგრამ ამის შესახებ არაფერი წერია მუგაბეს ქალიშვილის წერილში, რომლითაც ის სასამართლოს მიმართავს. 

სხვადასხვა ქონებას შორის ასევე არის 4 სახლი, 10 ავტომობილი, ფერმა და ხილის ბაღი, თუმცა ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ არცერთი მათგანი მუგაბეს სახელზე გაფორმებული არ ყოფილა. მუგაბეს კიდევ სხვა უძრავი ქონებაც ჰქონდა, თუმცა საბოლოო სია ჯერ დაზუსტებული არ არის. 

როგორც BBC-ის ადვოკატმა განუცხადა, მუგაბეს ქონების შეფასებისა და აღწერის პირველი ოფიციალური ეტაპი მიმდინარეობს. 

რობერტ მუგაბე მშობლიურ სოფელში სექტემბრის ბოლოს დაკრძალეს. 

მუგაბე ზიმბაბვეს მეორე პრეზიდენტი იყო 1987 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე. 1980-1987 წლებში კი ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. 2017 წელს მუგაბე ხელისუფლებას სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაცილეს.