ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge დავით ზალკალიანმა ნატო-ს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - მუდამ გახსოვდეთ საქართველო -...

დავით ზალკალიანმა ნატო-ს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა – მუდამ გახსოვდეთ საქართველო – 1TV

დავით ზალკალიანმა ნატო-ს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა – მუდამ გახსოვდეთ საქართველო

საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი, ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლონდონში, ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე – „NATO Engages: Innovating the Alliance“ ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორციელებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატო-სგან”-განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად – რაც არის ნატო-ს წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„მუდამ გახსოვდეთ საქართველო“, – ამ სიტყვებით დაასრულა სესიაზე გამოსვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute – RUSI) თანაორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე, რომელშიც ასევე მონაწილებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები