ერაყში ალ-ბაღდადის ბიძაშვილი და ერთ-ერთი მოადგილე დააკავეს

0
10

ერაყის ქალაქ კირკუკში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ბიძაშვილი და ერთ-ერთი მოადგილე ჰამედ შაქერ საბაა ალ-ბადრი დააკავეს, რომელიც აბუ ხალდუნის სახელით არის ცნობილი.

ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით ტელეარხი PressTV ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, ჰალდუნი სალაჰ-ედ-დინის პროვინციის „სამხედრო ამირა“ იყო და ტერორისტულ დაჯგუფებაში დაზვერვის საკითხებს კურირებდა.

31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა. 12 ნოემბერს ტრამპა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ადგილსამყოფელიც ცნობილია.

27 ოქტომბერს ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს. ვინ იყო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.