ნატო ისტორიაში პირველად ოფიციალურად აღიარებს ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებს

0
11

ნატოს ისტორიაში პირველად, ალიანსი დეკლარაციით აღიარებს ჩინეთისგან მომავალ გამოწვევებს. ნატოს ხელმძღვანელისი განცხადებით, ოფიციალური პეკინის სამხედრო შესაძლებლობების ზრდამ გავლენა ალიანსის ყველა მოკავშირეზე იქონია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთს თავდაცვის სფეროში მეორე უმსხვილესი ბიუჯეტი აქვს: “მათ ახლახანს წარმოადგინეს უამრავი ახალი თანამედროვე შესაძლებლობები, მათ შორის გრძელი მანძილის რაკეტები, რომლებსაც ევროპამდე და აშშ-მდე შეუძლიათ მიაღწიონ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე ლონდონში ნატოს სამიტზე ისაუბრეს. ოთხშაბათს ალიანსის 29 წევრი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომლითაც ფორმალურად გააზრებული იქნება ჩინეთთან დაკავშირებული “შესაძლებლობები და საფრთხეები”. 

ლონდონში ნატოს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს.