2019 წლის სიტყვა დასახელდა

0
10

ინგლისური ენის ონლაინ ლექსიკონმა Dictionary.com-მა 2019 წლის სიტყვად „ეგზისტენციალური“ დაასახელა. ეგზისტენციალური საფრთხეებიდან – ეგზისტენციალურ არჩევანამდე. 

როგორც Dictionary.com-ი წერს, ეს სიტყვა გამოხატავს გრძნობას, რომელიც უკავშირდება გადარჩენისთვის ბრძოლას – პირდაპირი და ირიბი გაგებით – ჩვენს პლანეტას, ჩვენს ახლობლებსა და ცხოვრების წესს.

„მაგრამ ეგზისტენციალურობა ასევე გვიჩენს ბევრ შეკითხვას იმის თაობაზე თუ ვინ ვართ და რა არის ჩვენი მიზანი სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ. და ეს გვახსენებს, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი ჩვენს ცხოვრებასთან მიმართებით და ეს იქნება ის, თუ როგორ გავცემთ პასუხებს ამ შეკითხვებს”, – წერს ვებგვერდი.