ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება “ნატო იმაზე მეტად არის საქართველოში წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე” – სტოლტენბერგი |

“ნატო იმაზე მეტად არის საქართველოში წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე” – სტოლტენბერგი |

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების თაობაზე ძალაში რჩება. ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მოხდება ეს.

“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, სადაც მეც ვიყავი სხვა ამპლუაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ახლა ფოკუსირებულები ვართ, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რომ მათ წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. საქართველოში ახლა იმაზე მეტად არის წარმოდგენილი ნატო, ვიდრე ოდესმე მანამდე. ჩვენ გვქვს სასწავლო ცენტრი თბილისის შემოგარენში, ვატარებთ წვრთნებს, გვაქვს ახლო პოლიტიკური კონტაქტები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ლონდონში მიმდინარე ნატო-ს კონფერენციაზე.

მისი თქმით, არსებული თანამშრომლობა სასარგებლოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-სთვისაც, ვინაიდან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის ოპერაციებში.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები