ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების გამოყენება დაუშვეს

ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების გამოყენება დაუშვეს

ბრაზილიის სანიტარული კონტროლის ეროვნულმა სააგენტომ (Anvisa) სამედიცინო მიზნით მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების წარმოებისა და გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა ნათქვამი.

ნებართვა დროებითია და მისი გაუქმება სამ წელიწადში შეიძლება. ამ პერიოდის განმავლობაში Anvisa მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კვლევების შედეგების შესწავლას აპირებს, რომლებიც ასეთი მედიკამენტების ეფექტურობასა და უვნებლობას დაადასტურებდა.

მედიკამენტების აბების, ხსნარებისა და ზეთების სახით შეძენა მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, თუ სამედიცინო პრეპარატში ტეტრაჰიდროკანაბინოლი შემცველობა 0,2%-ს აღემატება, ის მორფინისათვის დაწესებული წესებით გაიყიდება.

ამასთან ერთად, ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ პრეპარატების წარმოების, იმპორტის, კონტროლისა და ბრუნვის მონიტორინგის წესები დადგინდა. პრეპარატების დამზადება მხოლოდ სამრეწველო წესით იქნება ნებადართული, იმპორტის ლიბერალიზაცია მხოლოდ ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის განკუთვნილ ნახევარფაბრიკატებს შეეხება. ბრუნვის მონიტორინგის მიზნით Anvisa შექმნის სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ადგილობრივი მწარმოებელი უწყებას თავისი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები