ნიკა გვარამიას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას სააკაშვილიც აზიარებს

0
3

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საზოგადოებამ მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხოს. მის ამ მოწოდებას სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აზიარებს.

გვარამიას თქმით, „საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ მიმდინარეობს, მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს“.

„საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს ნიკია გვარამია.