მედია – ბერლინმა შესაძლოა, მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სანქციები დაუწესოს

0
1

გერმანიის მთავრობამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ დამტკიცდება, რომ საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი ეროვნების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის დაზვერვას უკავშირდება. ამის შესახებ „რია ნოვისტი“ Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, მოსკოვისა და ბერლინის მჭირდო ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში, საფრთხის ქვეშ დადგეს.

როგორც გუშინ, მსოფლიო მედია იუწყებოდა, გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვიტოს მოკლეს.