ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება შეწყვიტოს შანტაჟი და თავდასხმა — Ajara TV-ის ჟურნალისტების აქცია დირექტორის წინააღმდეგ

შეწყვიტოს შანტაჟი და თავდასხმა — Ajara TV-ის ჟურნალისტების აქცია დირექტორის წინააღმდეგ

დირექტორად დანიშვნიდან 2 კვირაში, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი მოუწოდებენ კოხრეიძეს, რომ შეეშვას დაუსაბუთებელ ბრალდებებს, თვალთვალს, შანტაჟსა და თანამშრომლებზე თავდასხმას.

“მე ვარ ჟურნალისტი, არა — მსახიობი”, “ვმუშაობ საზოგადოებისთვის და — არა დირექტორისთვის”, “იკითხე ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა” — ამ და სხვა მესიჯებით მიმართავენ თანამშრომლები დირექტორს, რომელმაც ისინი სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტების თქმით, შეხვედრაზე დირექტორმა მათ განუცხადა, რომ საერთაშორიო კვლევები, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია დაბალანსებული მედიაა, მისთვის სანდო არ არის და სინამდვილეში ისინი პარტიული დღის წესრიგით მუშაობენ. გარდა ამისა, მათივე თქმით, კოხრეიძე მათ წინააღმდეგ იყენებს სხვადასხვა ჭორებსა და ჩანაწერებით ემუქრება.

On.ge-მ სცადა კოხრეიძისთვის ეკითხა, რას ფიქრობს თანამშრომლების პროტესტზე, თუმცა მან გვიპასუხა, რომ აქციაზე არ იცის და ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში “დაოკებისკენ” მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

წინა დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და ამჟამადაც დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტატმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა 8 თვის განმავლობაში 3 კონკურსზე ვერ შეძლო. კოხრეიძე კი 22 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ აირჩია.

On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები