ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო – 1TV

0
3

ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებით, მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სხდომის დატოვებას სთხოვდა.

,,მივედით სხდომაზე და დაგვხვდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვეძახდნენ ,,ნაციონალებს“. ამას აკეთებდნენ თავად ყოფილი ,,ნაციონალები“. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ითხოვდა, დამეტოვენინა სხდომა. მათ იქაურობა თავიანთი ბოსტანი ჰგონიათ. არიან გაბოროტებულები“ , – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ქათამაძემ.

ინციდენტის შემდეგ, სხდომა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, იგი ნამდვილად მოუწოდებდა ქათამაძეს საკრებულოს სხდომის დატოვებისკენ და ეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა იქ ყოფნის მორალური უფლება.

საკრებულოს სხდომა უკვე დასრულდა.