კახა კალაძე – დაპირისპირება დღეს ყველაზე მეტად ოპოზიციას აწყობს და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ – 1TV

0
3

კახა კალაძე – დაპირისპირება დღეს ყველაზე მეტად ოპოზიციას აწყობს და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„რაც უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ვისაც დღეს დაპირისპირება ყველაზე მეტად აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ. პროვოკაცია იყო თუნდაც ის, რაზეც გუშინ გავაკეთე აქცენტები. როდესაც მივიდნენ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, ჰქონდათ შესაძლებლობა, კონკრეტულ ადგილებზე გამოეხატათ მოსაზრებები, მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ იქ იყო შეკრებილი ახალგაზრდობა, ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის, რომელიც იყო ორბელიანის მოედანზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.