აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის “საემიგრაციო ბიზნესი” და სკანდალი გერმანიაში |

0
137

ავტორი: გუნელ მევლუდი


ამბავი იმაზე, თუ როგორ ვაჭრობდა აზერბაიჯანული ოპოზიცია პარტიული “ბილეთებით”

დაახლოებით, ერთი თვეა, აზერბაიჯანში, გერმანულ პრესაში გავრცელებული სკანდალური ფაქტის შესახებ განიხილავენ. როგორც ცნობილი გერმანული გამოცემები წერენ, გერმანულმა პოლიციამ შვიდი კაცისგან შემდგარი ორგანიზებული დაჯგუფების აყვანის ოპერაცია ჩაატარა, ჯგუფის წევრებს ბრალდების თანახმად, აზერბაიჯანიდან ემიგრანტები არალეგალურად გერმანიაში გადაჰყავდა. ადგილობრივმა ფედერალურმა სასამართლოებმა კანონდამრღვევებისთვის აღკეთის ზომად ექვსი თვით პატიმრობა გამოიყენეს.

10 ათასი ევრო “დახმარების” სანაცვლოდ

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, გერმანიაში “საემიგრაციო ბიზნესით” იყვნენ დაკავებული და 3-დან 10 ათას ევრომდე თანხის სანაცვლოდ მინიმუმ 20 ადამიანი ჰყავდათ გადაყვანილი. 

დაჯგუფების მონაწილეებს ასევე ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი არალეგალებს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ყალბ საბუთებს უმზადებდნენ. 

ფედერალური პოლიციის 180 თანამშრომელმა, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობდა, დიდი რაოდენობით მტკიცებულებები ამოიღო, კერძოდ, ინფორმაციის მატარებლები, ნოუთბუქები და სმარტფონები, სხვადასხვა დოკუმენტი და 21 ათასი ევრომდე თანხა. როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში საქმის გამოძიება 2019 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა. 

100 წლიანი ოპოზიციური პარტია და დოკუმენტებით ვაჭრობა

ყველაფერი ძალიან მარტივად ასახსნელი იქნებოდა – მდიდარ ევროპულ ქვეყანაში ბევრს სურს არალეგალური გზებით მოხვედრა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ორგანიზებული დაჯგუფების წევრები ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური პარტია “მუსავათის” წევრები აღმოჩნდნენ. 

პარტიის ფილიალი და ბიზნესი ემიგრაციით

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ქვეყნიდან ემიგრაციის ინტენსიური პროცესის დროს [პოლიტიკური მოტივებით დაკავებები და დევნა] ოპოზიციურმა პარტია “მუსვათიმ” შექმნა ევროპული საკოორდინაციო საბჭო, პარტიის გარკვეული ფილიალი გერმანიაში, რამდენდაც ეს ქვეყანა ყველაზე პოპულარულია ემიგრირებულ აზერბაიჯანელებს შორის და ამავე დროს, ბევრი “მუსავათელი” ცხოვრობს – ისინი, ვინც აზერბაიჯანს პოლიტიკური მიზეზით ტოვებდნენ. 

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის პირველადი ამოცანა, გერმანიაში თანამემამულეების დახმარება იყო და ამავე დროს, –  გერმანიიდან პარტიის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება და აზერბაიჯანის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.  

თუმცა, გერმანიაში ორგანიზაციის დაფუძნების პირველივე წელს, აზერბაიჯანის პრესაში და სოციალურ მედიაში “მუსავათის” ევროპული საკოორდინაციო საბჭოს არალეგალური და მერკანტილური მისიის შესახებ იწერებოდა. საუბარი იყო იმაზეც, რომ “მუსავათი” ე.წ. პარტიულ ბილეთებს მასიურად გასცემდა აზერბაიჯანელებზე, მათთვის პოლიტიკური პორტფოლიოს შესაქმნელად და შესაბამისად, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

აზერბაიჯანელ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არაერთხელ დაუწერიათ იმის შესახებაც, რომ პარტია “მუსავათის” ლიდერებისთვის გერმანიაში მიმდინარე აღნიშნული მოვლენები ცნობილია და  თავადაც, ყველანაირად მხარს უჭერენ ამ უკანონო საქმიანობას.

 ხელისუფლების ინტერესები

პარტიის ლიდერებს არაერთხელ უარყვიათ მსგავსი ბრალდებები და პასუხად ის ადამიანები დაუდანაშაულებიათ,  რომლებიც ამაზე წერდნენ. მეტიც, მათ “გამყიდველებსა” და “ხელისუფლების ინტერესების მატარებლებს” უწოდებდნენ. 

თუმცა, იმ ადამიანებს შორის, ვინც “მუსავათის” წევრებს უკანონო საემიგრაციო ბიზნესში ადანაშაულებდა, თავად “მუსავათელებიც” იყვნენ. 

“მუსავათის” წევრებს ქენულ შამილქიზის, იადიგარ სადიღლის, ელმან ფათახის და სხვებს არაერთხელ უსაუბრიათ იმ “შავბნელ პროცესებზე”, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმიანიაში და ლიდერებისგან იქ არსებული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა მოუთხოვიათ.

პასუხად კი, ლიდერები უბრალოდ უგულებელყოფდნენ პარტიის წევრებზე საჩივრებს. 

ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად ჩანდა იმის ფონზე,, რომ აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო პრესა, რომელიც, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში ცდილობს მსგავსი ამბები სათავისოდ გამოიყენოს, დუმდა. 

ამჟამად, როდესაც “მუსავათის” პარტიის წევრები დაკავებული არიან და გამოძიება მიმდინარეობს, პროსახელისუფლებო პრესა, გაზეთები და ტელევიზიები საკმაოდ გვიან და ზანტად რეაგიებენ და ისიც, ამბავს მხოლოდ გერმანულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებენ 

ამავე დროს, პარტიის ირგვლივ სკანდალი გრძელდება და საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, მაგალითად, მნიშვნელოვანი ფიგურა, რაშად მამედოვი, რომელიც მეჰდი ჰალილბაილის, გერმანიაში მუსავათის არსებული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის მძღოლი იყო. თავად მეჰდი  ჰალილბაილის გერმანელი სამართალდამცველები დაჯგუფების ლიდერად მიიჩნევენ. 

როგორც დაკავების სანქციებში წერია, რაშად მამედოვმა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი როლი ითამაშა ემიგრაციული ბიზნესით დაკავებული ჯგუფის გამოვლენაში და ხელმძღვანელების უკანონო ქმედებებზე პოლიციას ინფორმაციას ჯერ კიდევ 2014 წელს აწვდიდა.

მის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპაში მცხოვრებმა “მუსვათელმა” ჟურნალისტმა იარფეზ ეკრემოღლუმ დაწერა.

“მამედოვმა სრული და ობიექტური ინფორმაცია წარმოადგინა, იმის მიუხედავად, რომ თავადაც შეიძლება დაზარალდეს. ამიტომაც მის მიმართ თავდასხმები სრულიად ნორმალურია. რაშადმა დიდი როლი ითამაშა ბინძური საქმეების გამოვლენაში”, – წერს ჟურნალისტი, არიფ გაჯილის, “მუსავათის” თავმჯდომარის ახლობლების მიერ მძღოლის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით.

არიფ გაჯილის, “მუსვათის” ლიდერს, რომელიც სულ ახლახანს მეორე ვადით აირჩიეს, სკანდალზე საკმაოდ ცივსისხლიანი რეაქცია ჰქონდა, თუმცა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ის პარტიელები, ვინც სკანდალში არ არის გახვეული, ელოდნენ მისგან განმარტებებს, რომ “ბრალდებები უსაფუძვლოა”.

ამასთან,  რაშად მამელდოვის [მძღოლის] ჩვენებისა და გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის ეკრემოღლუს შესაბამისად, პარტიი ლიდერი, არათუ საქმის კურსში იყო, ის თავადაც მხარს უჭერდა და ლობირებდა უკანონო ბიზნესს. 

მათივე განმარტებებით ირკვევა, რომ გერმანიაში უკანონო საქმიანობა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო და ევროპაში საკუთარი აგენტების ჩანერგვის მიზნით თავადაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მათთან. 

ამ სკადალის შედეგი ის გახდა, რომ გერმანიის საემიგრაციო სამსახურებმა აზერბაიჯანელი მიგრანტების სამშობლოში მასიურად უკან დაბრუნება დაიწყეს – მხოლოდ ბოლო ორ კვირაში 200 -მდე ადამიანი. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვნდენ. “მუსავათელების” მიერ გაცემული ყველა პარტიული “ბილეთი” უკვე გამოუსადეგარია.