დიმიტრი შაშკინი სკოლებში გახშირებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს: “დაანგრიეს მანდატურების სამსახური, მოკლეს სკოლის უსაფრთხოების კონცეფცია”

0
8

“ძალადობა, დაჭრა და ფულის შეგროვება სკოლებში, “ოცნების” მავნებლური პოლიტიკის შედეგია” – შაშკინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისში, 116-ე სკოლაში მომხდარ შემთხვევას საგანგაშოდ აფასებს.

როგორც შაშკინმა “ნიუპოსტთან” საუბრისას განაცხადა, 2012 წლის შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლებში კრიმინალის და ფულის გამოძალვამ სისტემური ხასიათი მიიღო, რაც მანდატურის სამსახურის ჩამოშლის და “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის შედეგია.

„ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი განათლების მინისტრი და ვარ ამაყი იმით, რომ საჯარო და სკოლებში არცერთი დაჭრის ფაქტი არ იყო. არცერთ ბავშვს არ მიუღია ფიზიკური ზიანი, სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ, ძალადობამ სკოლებში მიიღო სისტემატიური ხასიათი დაჭრები, მკვლელობები და ფულის გამოძალვები-შეგროვება ეს არის ამჟამინდელი რეალობა, შეგედი მართლაც ძალიან მძიმეა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ეს არის ბავშვების უსაფრთხოება და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგია, კარგად გაიხსენეთ რა ლოზუნგებით მოდიოდნენ სკოლებში, დაანგრიეს მანდატურების სამსახური, მოკლეს სკოლის უსაფრთხოების კონცეფცია, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ორი ბავშვი მოკლეს დაიწყეს მანდატურების ინსტიტუტის აღდგენა იმიტომ, რომ მიხვდნენ სიტუაცია ხელიდან საერთოდ გაექცათ მაგრამ, არ შეიძლება ერთი ხელით აკეთო და მეორე ხალით გააფუჭო, არ მუშაობს ეს სისტემა ასე ზუსტად ამიტომ გვაქვს სახეზე ეს შედეგი, ცდილობენ დააბრუნონ მანდატურის სამსახურის რეფორმა თუმცა, მეორე ხელით ახალისებენ ძალადობას სკოლებში. ყველა კარგად ხედავს, რომ სახელმწიფო და სკოლა ცდილობს ამ ფაქტების დამალვას და ამის დამალვა არის ფუნდამენტალური პრობლემა, რომელიც იწვევს ძალადობის წახალისებას. როდესაც მოძალადე ხედავს, რომ მის ქმედებას არაფერი არ მოყვა ეს არის უკვე ძალიან ბუნებრივი წახალისება ძალადობის, პრობლემა არის ეს და სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება ეს პრობლემა კვლავ გაგრძელდება” – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.