გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავს – 1TV

0
3

გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავს

ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ ​კინოთეატრ„ამირანთან“ საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში მიმდინარე კინოფესტივალის ფარგლებში ხდება ქართული ტრადიციების შელახვა და ლგბტქ-თემის პოპულარიზაცია. მისი განცხადებით, თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები“ ქართველი ქალის ღირსებას ლახავს, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულია მოთხრობილი, რაც შეურაცხმყოფელია.

ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კიდევ ერთი ფილმის ჩვენებას, რომელიც კინოფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს. ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმი სახელწოდებით „ღმერთი არსებობს და სახელად ჰქვია პეტრუნია“ არის რელიგიის შეურაცხყოფა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.