„ლეიკერსის“ რიგით მე-18 გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო) – 1TV

0
1

„ლეიკერსის“ რიგით მე-18 გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით მე-18 გამარჯვება იზეიმა „ლეიკერსმა“. ლოსანჯელესელებმა ამჯერად „დენვერი“ სტუმრად 96-105 დაამარცხეს. ფრენკ ფოგელის გუნდში საუკეთესოები ლებრონ ჯეიმსი (25 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი) და ენტონი დევისი (25 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი) გამოდგნენ. „ნაგეთსის” რიგებში კი 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯამალ მიურეი იყო. 21 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი პოლ მილსეპმა.

ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი იყო. „ლეიკერსს” 18 მოგება და 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. ანალოგიური მოგება-წაგებათა ბალანსი აქვს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „მილუოკისაც”.

კლივლენდი – დეტროიტი 94-127

ვაშინგტონი – ორლანდო 120-127

ტორონტო – მაიამი 110-121

ნიუ ორლეანი – დალასი 97-118

სან ანტონიო – ჰიუსტონი 135-133

კლიპერსი – პორტლენდი 117-97