ნიკა გვარამია: საერთაშორისო კონვენციები გვაძლევს აჯანყების ლეგიტიმურ საშუალებას

0
12

ხელისუფლებაში მე ვერ ვიგულისხმებ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლების უზურპატორს და როდესაც ხელისუფლება უზურპირებულია, ის კარგავს ლეგიტიმაციას – საერთაშორისო კონვენციებიც გვაძლევს ლეგიტიმურ და შეიძლება ითქვას, გარანტირებულ საშუალებას, რომ ავჯანყდეთ ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავისი პოსტის განმარტებისას „ქრონიკის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციასთან ერთობლივი გეგმა არ აქვს და ამ პოსტით საკუთარი აზრი გამოხატა. „მე მიწერია ვისაც მოვუწოდებ. ჩვენ – მედასავლეთე ქართველი პატრიოტები. ეს არის ერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის პოლიტიკური ნიშნით გაფორმებული ერთობა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვგულისხმობ”, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ლეგიტიმური დამხობა არის მდგომარეობა, რომელიც მოჰყვება საზოგადოების ფართომასშტაბიან აჯანყებას ხელისუფლების წინააღმდეგ.

მანამდე გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საზოგადოებამ მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხოს. მისი ეს მოწოდება სოცქსელში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა.