13.5 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

„ახალი საქართველოს“ წევრი – ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს

- Advertisement -
- Advertisement -

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის ანა კობახიძის შეფასებით, OSCE/ODIHR – ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს.

როგორც „ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალ საარჩევნო სისტემას, რომელიც „გერმანული მოდელის“ მიხედვით შეიქმნა და რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებენ, „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აფასებს.

ანა კობახიძის განცხადებით, არაძალადობრივი, მშვიდობიანი პროტესტის გარდა, ისინი ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„საარჩევნო მოდელი, რომელიც „გერმანულ მოდელს“ ეყრდნობა და ქართულ რეალობაზეა მორგებული, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამაზე არა მარტო ოპოზიცია, არამედ ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი თანხმდება. ამის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოგვეხსნა, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდება და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეუბით OSCE/ODIHR -ში გადაიგზავნება, რომლის დასკვნა, ვფიქრობ, იძულებულს მმართველ პარტიას განახორციელოს ცვლილებები.

აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომ გარდა არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტისა, ასევე მივმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ორი საარჩევნო სისტემა. ბარიკადს მიღმა საქართველოში ახლა შერეული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს არაფორმალური მმართველი, ხოლო ბარიკადების მეორე მხარეს ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, პროპორციული სისტემის საშუალებით, ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება“, – აცხადებს ანა კობახიძე.

ცნობისთვის, დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დაარეგისტრირებენ ხელს 30-მდე წარმომადგენელი აწერს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news