პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge გვადალახარაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა - 1TV

გვადალახარაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა – 1TV

გვადალახარაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

მექსიკაში, ხალისკოს შტატის დედაქალაქში, გვადალახარის წიგნის საერთაშორისო გამოფენა (FIL 2019) ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, გვადალახარის უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი საქართველო იყო.

მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

„პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ასევე ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები