ხანგოშვილის საქმე: რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება |

0
1

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიის მიერ ბერლინში მათი საელჩოს ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო საპასუხო ზომებს მიიღებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგვისტოში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ გრატად აცხადებს. როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსულ სპეცსამსახურებს ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს მკვლელობაში მონაწილეობის ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. რუსეთმა კი გამოძიების საკითხებში არაერთი თხოვნის მიუხედავად მათთან არ ითანამშრომლა.

ТАСС წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ განუცხადა: „გერმანული მხარის განცხადებას ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გამოძევების შესახებ უსაფუძვლოდ და არამეგობრულად მივიჩნევთ. პოლიტიზირებული მიდგომა საგამოძიებო საკითხებთან მიმართებაში დაუშვებელია. იძულებულნი ვართ, საპასუხო ზომების კომპლექსი მივიღოთ“.

ამავე თემაზე

ხანგოშვილის საქმის გამო ბერლინიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს