ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ - 20/30-იანელების პერფორმანსი ხუნდაძის ოფისთან

ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ – 20/30-იანელების პერფორმანსი ხუნდაძის ოფისთან

მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

“გირჩის” ინფორმაციით, მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათი თქმით, სამშობლო, ხუნდაძეს ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის „გადაგდებას“ არ აპატიებს.

„ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“ – ამბობენ მოძრაობის წევრები.

“ბიძინა ივანიშვილს თავის მართლება არ უნდა უწევდეს, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, ის დიდი ადამიანია და უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე, დიმიტრი ხუნდაძემ კი ხელი შეუშალა მას ბრწყინვალე დემოკრატიის მშენებლობაში” – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

“ხუნდაძეობა უნდა დამთავრდეს.”

აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით –

“გახსოვდეს ვინ გაქცია კაცად”

“ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ”

“სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”

“დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ – ძეგვში”.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები