მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაკვამლიანების გამო მგზავრებს ვერ ემსახურება

0
8

მეტროსადგურ „ვარკეთილით“ დაკვამლიანების გამო მგზავრები დროებით ვერ სარგებლობენ. დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შეტყობინება ზუსტად 17:00 საათზე შევიდა.

როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ამბობენ, მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაადგილდებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზი ქვესადგურზე დაფიქსირდა და მალე გახსნიან მოძრაობას. ადგილზე ენერგოჯგუფი მუშაობს.