“ახალი ქართული პიესა 2019” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0
3

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, I პრემია გადაეცა ანამარია გურგენიშვილს პიესისთვის „ბოიციდი“.

II პრემია – დავით ტურაშვილს პიესისთვის – „არის ასეთი ქალაქი“

III პრემია – გურამ მაცხონაშვილს პიესისთვის – Asap

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისაგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა. „თუმანიშვილის ვაშლი“ – დამატებითი პრიზი – განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილეს გოგი ყაჯრიშვილს გადაეცა.

კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2019“ წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ქართულ თეატრალურ სამყაროს 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა, რომელთა დიდი ნაწილი თეატრებში უკვე დადგმულია.