ქურდმა ინგლისურ სოფელს მოპარული ზარბაზანი დაუბრუნა

0
11

მე-19 საუკუნის ხომალდის ზარბაზანი, რომელიც ინგლისურ სოფელ თილბიდან 30 წლის წინ მოიპარეს კუთვნილ ადგილას დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, მას თან წერილი ახლდა, რომელშიც უცნობი ადამიანი სოფლის მცხოვრებლებს ზარბაზნის მოპარვისთვის ბოდიშს უხდის და აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში სინდისი ქენჯნიდა და ნივთის დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. 

ის წერს, რომ ქურდობისას სატვირთო მანქანის საჭესთან იჯდა, მისმა მეგობრებმა კი ზარბაზანი საბარგულში მოათავსეს. მისი თქმით, სიცოცხლეში სხვა დანაშაული არ ჩაუდენია. 

თილბიში ორი ასეთი ზარბაზანი იყო. მეორეც მოპარულია, თუმცა მისი ადგილმდებარეობა უცნობია. სოფლის მცხოვრებლებს ზარბაზნის დაბრუნება ძალიან გაუხარდათ და იმედი გამოთქვეს, რომ მალე მეორესაც დაიბრუნებენ.