11.8 C
London
ხუთშაბათი, მაისი 28, 2020

სტიგმის დასამარცხებლად გაუპატიურების მსხვერპლმა კონგოელმა ქალებმა პოდიუმზე გაიარეს

- Advertisement -
- Advertisement -

კონგოელმა ქალებმა, რომლებიც ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, მოდის ჩვენებაზე პოდიუმზე სიამაყით გაიარეს, რათა გადატანილი ტრავმის მიუხედავად თავიანთი სიძლიერე ეჩვენებინათ და სხვა მსხვერპლი ქალებისთვის სოლიდარობა გამოეხატათ.

ყოველ 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება, წელს კი სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით კონგოში ხუთმა ადგილობრივმა დიზაინერმა ჰოლანდიურ ქსოვილების ფირმა Vlisco-სთან თანამშრომლობით სპეციალური ჩვენება გამართა, რომელიც მსხვერპლი ქალების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ჩვენებაში სულ თხუთმეტმა კონგოელმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

“როცა მათთვის ვქმნიდი სამოსს, მე არ ვფიქრობდი, რომ ისინი მსხვერპლები იყვნენ, პირიქით — წარმოუდგენლად ძლიერ ქალებს ვხედავდი, რომლებმაც სიცოცხლე თავიდან დაიწყეს მას შემდეგ, რისი გადატანაც მოუწიათ. ამიტომაც ყოველ ქსოვილს მათ ტანზე სწორედ ეს ძალაუფლება უნდა გამოეხატა სრულყოფილად”, — განაცხადა ბრიტანელ-ნიგერიელმა დიზაინერმა, თოლუ კოკარმა, რომლის სამოსსაც ხშირად იცვამს მომღერალი რიანა.

ფოტო: City of Joy

კონგოს რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში 1998-2003 წლებში მიმდინარე ომში გაუპატიურება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძალადობრივ იარაღს წარმოადგენდა, რომლითაც თავიანთი სამხედრო თუ პოლიტიკური კონტროლის დამყარება სურდათ.

“იმის მიუხედავად, რომ კონგოში მომხდარი ომის შესახებ ვიცით, არ მგონია ბევრ ჩვენგანს სათანადოდ ესმოდეს, თუ რა კვალი დატოვა ამან ქალებზე”, – დაამატა დიზაინერმა თოლუ კოკარმა.

- Advertisement -
On.Gehttps://on.ge
On.ge ახალი მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news