გურამ ფალავანდიშვილის აზრით, სექსის ჩვენება გარყვნილებაა

0
4

ჰომოფობიური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის აზრით, სექსის ჩვენება გარყვნილებაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.

“სექსი არის გარყვნილება, არა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა, არამედ მისი ჩვენება, გინდა ცოლ-ქმარს შორის. შიშველი სხეულებისა და პორნოგრაფიის ჩვენება მიუღებელია”, — აღნიშნა მან.

გურამ ფალავანდიშვილი და სხვა ჰომოფობიურად განწყობილი პირები კინოთეატრ ამირანთან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლგბტ თემატიკის ფილმის ჩვენებას. ჟურნალისტის კითხვაზე, რა განსხვავებაა პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის, ფალავანდიშვილის ამბობს, რომ “ეს მხოლოდ სიტყვების თამაშია”.

“ორივე მიუღებელია”, — დაამატა ფალავანდიშვილმა კითხვის პასუხად.

კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა აქცია 2 დეკემბერსაც მოაწყვეს. მათ გააპროტესტეს ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძის ფილმი კომეტები, რომელიც ორი ქალის სიყვარულს ეხება.

ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ

8-9-10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ისინი სეანსების ჩაშლას ცდილობდნენ.

აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი.

მიუხედავად პროტესტისა ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს იმართება. And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. მისი რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.