პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ირაკლი ბერაია - საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში

ირაკლი ბერაია – საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენას, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. ასევე, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას, მანამ სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიის პრინციპების ერთგული.

ბერაიას თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალს და ასევე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში, ამერიკელმა კანონმდებლებმა, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის საქმიანობას, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან და უდიდესი საფრთხის მატარებელია.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. კონგრესში გამართულ განხილვებზე, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების და მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისთვის გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაც ამის ნათელი დადასტურებაა. საქართველო და ქართველი ხალხი მადლიერია და განსაკუთრებულად აფასებს ქართული დემოკრატიის და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აშშ-ის და მეგობარი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები