ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, ავღანეთში განხორციელებულ ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყოს

0
11

ავღანეთის მოქალაქეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ მოთხოვნით, დაიწყოს გამოძიება იმ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორებმა აპრილშიც მიმართეს, თუმცა მოსამართლეთა მოთხოვნით, გამოძიება არ დაწყებულა, რადგან არც ერთი მოპასუხე მხარე, არც შეერთებული შტატები, არც ავღანეთის მთავრობა და არც „თალიბანი“ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებდა.

ერთ-ერთი მომჩივანი „ალ ჯაზირასთან“ აცხადებს, რომ შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს ოჯახის 8 წევრი დაკარგა. მისივე თქმით, ერთადერთ იმედად საერთაშორისო სასამართლოები რჩება.

„ყველაფერი დავკარგე, რაც ცხოვრებაში გამაჩნდა. ყოველ დღე საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ შევძელი ჩემი შვილებისა და ჩემი ცოლის დამარხვა? როგორ არ მომკლა ამ ტკივილმა?“ -აცხადებს მასი ურ-რაჰმანი.

თავის მხრივ, შეერთებული შტატები არ ადასტურებს, რომ საჰაერო თავდახსმებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემხვერპლა. ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა ჰააგის სასამართლო მისი „ფართო და აუხსნელი საბრალდებო უფლებების“ გამო გააკრიტიკა და მის თანამშრომლებს სამოგზაურო ვიზები გააუქმა.