ბერლინის კინოფესტივალზე საპატიო ოქროს დათვი ჰელენ მირენს გადაეცემა

0
5

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესსამსახურის ცნობით, 70-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს დათვი კინოსა და თეატრის ბრიტანელ მსახიობ ჰელენ მირენს გადაეცემა.

ოქროს დათვის გადაცემის ცერემონია 2020 წლის 27 თებერვალს Berlinale Palast-ში გაიმართება. ცერემონიამდე ნაჩვენები იქნება ფილმი „დედოფალი“ (The Queen) ჰელენ მირენის მონაწილეობით.

ბერლინალეს 69-ე კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის ნადავ ლაპიდის „სინონიმებს“ ერგო.