ევროპის საჭადარაკო კავშირმა ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე დააჯილდოვა

0
2

ორი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ოქროს პაიკის“ ლაურეატი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება. 

„ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონის” ტიტული მაია ჩიბურდანიძემ მიიღო. ნონა გაფრინდაშვილმა კი ნომინაციაში „ჭადრაკი, როგორც ცხოვრების აზრი” გაიმარჯვა.

ღონისძიება ევროპელ ლეგენდებსა და მათი ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნა, სტუმრებს კი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი მიესალმა. აღსანიშნავია, რომ პრიზები ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ დაამზადა.

„ოქროს პაიკი“ ევროპის საჭადრაკო კავშირის მიერ დაწესებული ჯილდოა. დაჯილდოების ცერემონია მონაკოში ჩატარდა.