შუახევის მერიასთან ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მომხრეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

0
3

აჭარაში, შუახევის მერიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ალტერნატივას“ აქტივისტები შენობაზე სტიკერის წარწერით „მონა“ გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც, მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და მერიის თანამშრომლებმა არ მისცეს. რის შემდეგაც მხარეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ მომხრეებმა აქციაზე ცოცხები მიიტანეს. ადგილზე ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს. 

ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და შუახევის მერიასთან სამართალდამცველები იმყოფებიან. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აჭარაში აქცია ყველა
უწყებასთან გამართება.  

მანამდე მხარეებს შორის დაპირისპირება ხულოში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მოხდა.