გაერო: 2020 წელს ჰუმანიტარული დახმარება თითქმის 168 მილიონ ადამიანს დასჭირდება

0
4

მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება 167.6 მილიონ ადამიანს დასჭირდება. ამის შესახებ Deutsche Welle გაეროს ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია და თუ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან და შეიარაღებულ კონფლიქტებთან გასამკლავებლად მეტ ძალისხმევას არ გამოიჩენს, მომავალში ეს ციფრები უფრო გაიზრდება. 

ყველაზე მოწყვლად ჯგუფის დასახმარებლად გაერო და მისი პარტნიორები $28.8 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.