• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

      გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

      პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

      პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

      გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

      გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

      ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

      ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
Radiotavisupleba.Ge

როგორ იქცევა ოჯახში ძალადობის შემსწრე?

დეკემბერი 4th, 2019 Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge, საზოგადოება

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

„მე ვცხოვრობ სახლში, სადაც მეზობლები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ცოტა ხნის წინ ჩვენთან საცხოვრებლად ახლადდაქორწინებული წყვილი გადმოვიდა. მათი გადმოსვლის დღიდან მათი ბინიდამ გვესმოდა ჩხუბის ხმა, ყვირილი, ჭურჭლის მტვრევის ხმები. ყოველ ჯერზე პატრულს ვურეკავდით და პოლიცია მოდიოდა. მაგრამ სამწუხაროდ, გოგო ყოველ ჯერზე უარყოფდა ძალადობას… ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ისინი ჩვენი სახლიდან გადავიდნენ. ქმარმა ცოლი სხვა ადგილას გადაიყვანა. როგორც ჩანს, ჩვენ მათ დისკომფორტს ვუქნიდით. სულ ვფიქრობ, მეტი დრომ რომ გვქონოდა, იქნებ შეგვძლებოდა იმ გოგოს დახმარება“…

ეს ოჯახში ძალადობის 400 შემსწრიდან იმ ერთ-ერთის მონათხრობია, ვინც მეზობლის სახლიდან ჩხუბის ხმის გაგონებისას არ გაჩუმდა და ჩაერია.

როგორ ფიქრობთ, როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც ოჯახში ძალადობის შემსწრენი ხდებიან? ან იმაზე თუ გიფიქრიათ, რამდენად გადამწყვეტი შეიძლება იყოს მათი მოქმედება? ან რა უშლით ხელს მათ მოქმედებაში?

„ოჯახური ძალადობის შემსწრეები რეაგირებისაგან თავს იკავებენ, რადგან თვლიან, რომ მათ ჩარევის უფლება არა აქვთ, ან უბრალოდ არ იციან, რა სახის დახმარება შეუძლიათ გაუწიონ ძალადობის მსხვერპლებს“.

ასეთია დასკვნა გამოკვლევისა, რომელიც 4 დეკემბერს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და ჩეხეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა და მას საფუძვლად დაედო ზემოთ ნახსენები 400 რესპონდენტის ამბავი.

ამ ადამიანების ნახევარს უცდია ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება, რაც მათივე თქმით, სასიკეთოდ აისახა მსხვერპლის მდგომარეობაზე. ხოლო ისინი ვინც არ ჩაერია, საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნიდნენ იმით, რომ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ მსხვერპლს, ან ფიქრობდნენ, რომ ეს მათი საქმე არ იყო (51% სხვის კონფლიქტში არ ჩაერთო, 49% – პირიქით).

ამ ამბებმა ისიც აჩვენა, რომ ხშირად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები თავად ამბობენ უარს დახმარებაზე. მათ არც პოლიციის ჩარევა სურთ.

იმ რესპონდენტების დიდმა ნაწილმა, ვინც ოჯახურ ძალადობაში ჩაერია, გადაწყვიტა, რომ, შესაბამის უწყებებთან დაკავშირების ნაცვლად, თავად დაპირისპირებოდა მოძალადეს.

გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა, 23%-მა დარეკა 112-ში და სხვა ცხელ ხაზებზე.

22%-მა განაცხადა, რომ არ იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის, ხოლო 29%-მა ჩათვალა, რომ დახმარების არსებული სამსახურები პრობლემას ვერ მოაგვარებდა.

ოჯახში ძალადობის შემსწრეთა ქცევა ორ გამოკვლევაში – ორი მეთოდით შეისწავლეს – პირველ კვლევაში შემსწრეთა ქცევას აკვირდებოდნენ ქცევითი მიდგომის გამოყენებით, მეორეში კი მიკრონარატივების კვლევით.


UNDP-ის ინოვაციების სპეციალისტმა ხათუნა სანდოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველ შემთხვევაში ძალადობის შემსწრის ქმედებას ე.წ. ფეისბუკინტერვენციის გზით სწავლობდნენ –

„ჩვენ ადამიანებს ფეისბუკმესიჯების სახით ვთავაზობდით სწორ ინფორმაციას იმ ბარიერების საპირისპიროდ, რაც ძალადობის შემსწრეებს გაჩუმებისკენ უბიძგებს და ვაკვირდებოდით მათ. მაგალითად, ვამბობდით, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა გაჩუმდეს მაშინ, როცა მის ნაცნობს პარტნიორი არასათანადოდ ექცევა. თან ვეუბნებოდით, რომ მათ შეეძლოთ მსხვერპლის დახმარება და კონკრეტულ უწყებებთან დაკავშირება. შემდეგ ვეკიტხებოდით, შენ რით შეგიძლია დახმარება? და ვთავაზობდით რა უნდა ექნათ და ა.შ. ვზომავდით, რას მოიმოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები, გადავიდოდნე თუ არა თუნდაც შემდეგ გვერდზე“, – ამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ ინტერესი თემის მიმართ იყო ძალიან მაღალი.

რატომ სწავლობდნენ სწორედ შემსწრეთა ქცევას? იმიტომ, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ძალადობის ფაქტების შემცირებაში, ხელის შეშლაში, მსხვერპლის გადარჩენასა და რაც მთავარია, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში ხშირად გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.

რა ბარიერები ეღობება წინ ძალადობის შემსწრეთა მოქმედებას?

ნეგატიურ სოციალური ნორმები:

  • მიიჩნევენ, რომ ძალადობა ორ ადამიანს შორის პირადი საქმეა;
  • რომ საზოგადოების სხვა წევრები მათ ჩარევას ჩათვლიან ოჯახის საქმეეში ჩარევად და ოჯახის დაშლის ხელშეწყობად;
  • მათი აღქმით, ქალები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ ოჯახი

ინფორმაციის ნაკლებობა:

  • მათ, უბრალოდ, არ იციან რა სერვისებია ხელმისაწვდომი ან როგორ შეუძლიათ მსხვერპლებს ამ სერვისებზე წვდომა;
  • არ იციან როგორ ამოიცნონ არაფიზიკური ძალადობა.

უმწეობის შეგრძნება:

  • მათ სჯერათ, რომ ძალადობა იმდენად ჩვეულებრივი რამაა, რომ ვერაფერს იზამ. ეს ცხოვრების ნაწილია.
  • სჯერათ, რომ დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობის მსხვერპლი ადამიანი ოჯახიდან მიდის, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

შურისძიების შიში

  • იმის შიში, რომ მოძალადე მასზე შურს იძიებს;
  • და რომ მსხვერპლი მასვე შეუტევს.

და კიდევ არის ერთი ბარიერი – საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირების შიში. ხშირად, ძალადობის შემსწრე, შესაძლოა, სულაც იზიარებდეს გავრცელებულ სოციალურ ნორმებს, მაგრამ შეეშინდეს ხალხისგან გასამართლებას, რადგან ის უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ის ადამიანები, ვინც გაჩუმებას ჩარევას ამჯობინებდნენ, საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნიდნენ:

  • მათი ჩართვის შემთხვევაში მათ სერვისებიც დაეხმარებოდა;
  • რომ ჩარევა მათი პირადი ვალდებულება იყო;
  • და რომ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.

„კარგი ის არის, რომ წინა წლებთან შედარებით მომართვიანობა გაზრდილია“, – გვეუბნება ელისო ამირეჯიბი, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი. თუმცა მისი შეფასებითაც, დღემდე პრობლემად რჩება ის, ოჯახში ძალადობის შემსწრენი პოლიციას და სხვა შესაბამის ორგანიზაციებს მხოლოდ უკიდურეს მომენტში მიმართავენ ხოლმე. მსხვერპლი კი, არც თუ იშვიათად მოძალადეს ხელს აფარებს და ძალადობას უარყოფს.

Next article მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი არ თანამშრომლობს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში
Previous article გიორგი გახარია - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

Facebook Comments

Radiotavisupleba.Ge

Radiotavisupleba.Ge

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 12th, 2019

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია - 1TV

„სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს - „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 12th, 2019

„სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს - „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან - 1TV

1tv.Ge

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს - 1TV

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა,...
ლარი კვლავ გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა newposts.ge
დეკემბერი 12th, 2019

ლარი კვლავ გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

გია ვოლსკი - „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გია ვოლსკი - „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო

ბოლო სიახლეები
  • გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია – 1TV 12/12/2019
  • „სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს – „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან – 1TV 12/12/2019
  • „კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს – 1TV 12/12/2019
  • ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 12/12/2019
  • გიორგი მიქაუტაძე – ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას 12/12/2019
  • პროკურორი – მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა 12/12/2019
  • გიორგი გახარია – ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას 12/12/2019
  • ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” – ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა 12/12/2019
  • გია ვოლსკი – „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო 12/12/2019
  • გია ვოლსკი – შურისძიება, წამება, შეურაცხყოფა, ღირსების და სიცოცხლის წართმევა – ეს არის ის, რაც ახასიათებს რეჟიმს, რომელთა ინტერესებს ემსახურებოდა ნიკა მელია 12/12/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (5748)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (2)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 461)
  • IMEDI.GE (7 401)
  • ipn.ge (7 598)
  • newposts.ge (2 242)
  • ON.GE (1 551)
  • Radiotavisupleba.Ge (3 728)
  • Rustavi2.Ge (4 557)
  • ეკონომიკა (1 821)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 099)
  • პოლიტიკა (25 722)
  • საზოგადოება (60 208)
  • სოციალური მედია (4 824)
  • სპორტი (7 777)
  • სხვადასხვა (3 633)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news