• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

      ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

      სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა

      სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა

      კარლ ჰარცელი - დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით

      კარლ ჰარცელი - დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს ნამდვილი შანსი იმ უფსკრულის გარღვევის, რომლის შესახებ ყველამ ვიცით

      ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით

      ელიზაბეთ რუდი - განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
Radiotavisupleba.Ge

გახარია: ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

დეკემბერი 4th, 2019 Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge Radiotavisupleba.Ge, საზოგადოება

გააზიარე ....
Share with your friends










Submit

საქალაქო სასამართლოში გადაიდო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 2 პირის – „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი.

პროცესის გადადება ზურაბ იაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ობიექტური მიზეზების გამო საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ სასამართლოში წარადგინა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ფაქტს ადასტურებს. ის იმედოვნებს, რომ საქმე სრული მოცულობით არსებით განხილვაზე გადავა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის ოჯახს ფარულად უთვალთვალებენ და ამის ამსახველი ჩანაწერები მიიღო. პროკურორის თქმით, ამ საკითხზე გვარამიას განცხადება „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა იყო“.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და, ამავე დროს, მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისი სიტყვებით, ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1 ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

„სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად, თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და, მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე“, – განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო, ვის სარგებლობაში იყო ავტომობილი.

„მას შემდგომ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

„საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე, დაცვის მხარეს, მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს, გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა, როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, თუ პროცესი ობიექტურად ჩატარდება, თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი, იმდენად დაუსაბუთებელია.

„თუ ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვს გვარამიას, დამენიას და იაშვილს, ცალსახად არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობების სისხლისსამართლებრივი შეფასება, რაც თავისთავშივე მცდარია. თუ ამ გზით წავა პროკურატურა ან სასამართლო, ნებისმიერი ის ურთიერთობა, რომელიც შეეხება სახელშეკრულებო საფუძვლებით ორ პირს შორის წამოჭრილ გარკვეულ საფუძვლებს, შეიძლება შეფასდეს კრიმინალური თვალსაზრისით და საქართველოში საერთოდ ჩამოიქცეს სამოქალაქო სამართლოს გაგება. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებების საკითხს, იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა პირებმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, სესხის თემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. თუ ობიექტური პროცესი ჩატარდება, რეალურად თავად პროკურატურამ უნდა თქვას ბრალზე უარი“, – განაცხადა ბასილაიამ.

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას, ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმეზე სხდომა 13 დეკემბერს ჩატარდება.

Next article დაპირისპირება იყო შუახევის მერიასთან
Previous article მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი არ თანამშრომლობს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში

Facebook Comments

Radiotavisupleba.Ge

Radiotavisupleba.Ge

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.

მსგავსი სტატიები

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა IMEDI.GE
დეკემბერი 9th, 2019

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ipn.ge
დეკემბერი 9th, 2019

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

FBI ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს IMEDI.GE
დეკემბერი 9th, 2019

FBI ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს

შიდა ქართლის რეგიონში დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

შიდა ქართლის რეგიონში დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება - 1TV

სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა ipn.ge
დეკემბერი 9th, 2019

სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა

გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით - 1TV

ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა - 1TV

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს - 1TV

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა [ფოტო] - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 9th, 2019

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა [ფოტო] - 1TV

ბოლო სიახლეები
  • თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა 12/09/2019
  • ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა 12/09/2019
  • FBI ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს 12/09/2019
  • შიდა ქართლის რეგიონში დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება – 1TV 12/09/2019
  • სლოგანით „არა კაპიტულაციას“, ზელენსკი-პუტინის შეხვედრის წინ კიევში აქცია გაიმართა 12/09/2019
  • გრიგოლ ვაშაძე – ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით – 1TV 12/09/2019
  • ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზით ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა – 1TV 12/09/2019
  • “რუსთავმა” “ოლიმპი” 35 ქულით დაამარცხა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია გააწყვეტინა 12/09/2019
  • “ბრეშიამ” მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია 12/09/2019
  • “ბრეშიამ” მარიო ბალოტელის გოლით იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია 12/09/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (3694)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (3)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 157)
  • IMEDI.GE (7 181)
  • ipn.ge (7 361)
  • newposts.ge (2 042)
  • ON.GE (1 483)
  • Radiotavisupleba.Ge (3 602)
  • Rustavi2.Ge (4 374)
  • ეკონომიკა (1 815)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 097)
  • პოლიტიკა (25 287)
  • საზოგადოება (58 897)
  • სოციალური მედია (4 731)
  • სპორტი (7 603)
  • სხვადასხვა (3 601)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news