სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს – 1TV

0
12

სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სამედიცინო მიმართულების სტუდენტებმა და რეზიდენტურის სერთიფიკატის მაძიებელმა პირებმა მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული ის დადგენილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში [საკვალიფიკაციო] ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ [სასერთიფიკაციო] გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.

ამ დადგენილებამდე აღნიშნული გამოცდები უფასო იყო. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა სამინისტროს კანცელარიაში საგამოცდო ტესტების ამობეჭდილი ვერსია ჩააბარეს, რომლებშიც მათივე თქმით, არაერთი ტექნიკური, თუ გრამატიკული შეცდომაა დაშვებული.

სტუდენტების განცხადებით, ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა უხარისხოდ ატარებს გამოცდებს, რაშიც ამიერიდან საექიმო საქმიანობის მაძიებელ პირებს, თანხასაც ახდევინებს.

გარდა ამისა, მათ პერფორმანსის ფარგლებში, სამინისტროს კანცელარიაში, სტუდენტების მიერ შეგროვილი ხურდებიც მიიტანეს.

როგორც აღნიშნეს, ამით პასუხი გასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის შეთავაზებას, რომ 12 დეკემბრის გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირებს 80 და 120 ლარის ნაცვლად, 40 და 60 ლარი ექნებათ გადასახდელი, სხვაობას კი ერთჯერადად სამედიცინო უნივერისტეტი დაფარავს.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე ამზადებენ შესაბამის სარჩელს, რომლითაც მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმებას სასამართლოს გზით მოითხოვენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის – 60 ლარი. ინფორმაციას