საფრანგეთში ებრაელთა საფლავები სვასტიკებით მოხატეს

0
10

საფრანგეთში ებრაელთა 100-ზე მეტი საფლავი ანტი-სემიტური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომლებიც სვასტიკებითა და ანტისემიტური ლოზუნგებით იქნა მოხატული, – ამის შესახებ წერს BBC .

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პულივზატორების საშუალებით ქალაქ ვესტოფენში, სტრასბურგის მახლობლად დაფიქსირდა აღნიშნული ინციდენტი, რამდენიმე დღის შემდეგ კი იგივე განმეორდა ახლომდებარე სოფელში.

მომხდარს გამოეხმაურა ემანუელ მაკრონიც, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი ყოველთვის შეებრძოლება ანტისემიტიზმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი წინაპრები მშვიდად ვერ განისვენებენ.

საფრანგეთში 550 000-მდე ებრაელი ცხოვრობს.

„ისინი, ვინც თავს ესხმიან ებრაელთა საფლავებს , არ იმსახურებენ იმ იდეას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საფრანგეთში. ებრაელები ცხოვრობენ და ქმნიან საფრანგეთს“ ,- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში გერმანიის საზღვართან, ბოლო რამდენიმე თვეების განმავლობაში არაერთი ანტისემიტური შემთხვევა დაფიქსირდა.