• მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Allmedia.News
  • Rustavi2.Ge
  • IMEDI.GE
  • 1tv.Ge
  • ipn.ge
  • ON.GE
  • newposts.ge
  • Radiotavisupleba.Ge
Allmedia.News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
    • ეკონომიკა
    • სოციალური მედია
    • მსოფლიო
    • კულტურა
  • სააგენტოები
    • IPN.GE
      გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

      გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

      პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

      პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

      გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

      გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

      ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

      ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

  • ვიდეო არხი
  • არქივი
    • პერსონები
Home
newposts.ge

გენადი არველაძე – აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები

დეკემბერი 4th, 2019 Newposts.Ge Newposts.Ge newposts.ge, საზოგადოება

გენადი არველაძე – აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები
გააზიარე ....
Share with your friends










Submit

„საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ – ფრანგული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რომელთა შორისაც ვაჭრობა და ეკონომიკაა. ამდენად, ამ დიალოგის ფარგლებში გამართულ ბიზნესსაბჭოზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ინვესტიციების მოცულობის ზრდას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სხვა სექტორებში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ MEDEF International – ში საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესიაზე გამოსვლისას, რომელიც „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ – ფრანგული დიალოგის” ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა გააცნო. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროპასთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, მათ შორის, მთელ რიგ სამრეწველო პროდუქციაზე ტექნიკური რეგლამენტების შემოღების შესახებ.

„ხარისხიან ქართულ პროდუქციას საფრანგეთში ნაკლებად იცნობენ. თქვენთან თანამშრომლობით გვინდა, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი მონაწილეობა სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში. აუცილებელია ხელი შევუწყოთ ჩვენს მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები და აწარმოონ უფრო წარმატებული დიალოგი, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ინვესტიციას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საფრანგეთს, როგორც მსოფლიოში წამყვან სამთო – სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანას შეუძლია დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და შესაძლებლობა, განავითაროს სამთო საკურორტო ზონები ქვეყანაში და მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი თავისუფალ სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ტურიზმისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების პროცესში ფრანგული კომპანიების დაინტერესება.

ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს, სახაზინო და ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კრისტოფ ბორთან, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.

Next article რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგა აფციაურს ჰოლანდიის ელჩმა ჯილდო გადასცა
Previous article კლინიკის ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან - რა უთხრა გახარიამ გაბრაზებულ მედიკოსებს

Facebook Comments

Newposts.Ge

Newposts.Ge

საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.

მსგავსი სტატიები

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 12th, 2019

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია - 1TV

„სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს - „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან - 1TV 1tv.Ge
დეკემბერი 12th, 2019

„სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს - „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან - 1TV

1tv.Ge

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს - 1TV

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა,...
ლარი კვლავ გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა newposts.ge
დეკემბერი 12th, 2019

ლარი კვლავ გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გიორგი მიქაუტაძე - ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

პროკურორი - მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა

გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე - ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” - ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა

გია ვოლსკი - „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო ipn.ge
დეკემბერი 12th, 2019

გია ვოლსკი - „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო

ბოლო სიახლეები
  • გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია – 1TV 12/12/2019
  • „სან სირო“ ბოლო ექვს წელიწადში პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს – „ინტერი“ და „მილანი“ არაფერ შუაში არიან – 1TV 12/12/2019
  • „კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს – 1TV 12/12/2019
  • ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 12/12/2019
  • გიორგი მიქაუტაძე – ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას 12/12/2019
  • პროკურორი – მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ინიციატორი იყო გიგი უგულავა 12/12/2019
  • გიორგი გახარია – ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას 12/12/2019
  • ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეებზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა”, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ” – ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა 12/12/2019
  • გია ვოლსკი – „ნაცსექტა“  მოსამართლეებს მაშინ დაუპირისპირდა, როცა კუბლაშვილმა სასამართლო გადატრიალების მოხდენა ვერ შეძლო 12/12/2019
  • გია ვოლსკი – შურისძიება, წამება, შეურაცხყოფა, ღირსების და სიცოცხლის წართმევა – ეს არის ის, რაც ახასიათებს რეჟიმს, რომელთა ინტერესებს ემსახურებოდა ნიკა მელია 12/12/2019
არქივი
  • დეკემბერი 2019 (5748)
  • ნოემბერი 2019 (12403)
  • ოქტომბერი 2019 (5134)
  • სექტემბერი 2019 (13542)
  • აგვისტო 2019 (10955)
  • ივლისი 2019 (13440)
  • ივნისი 2019 (12726)
  • მაისი 2019 (3892)
  • აპრილი 2019 (16869)
  • მარტი 2019 (9498)
  • ოქტომბერი 2018 (18)
  • სექტემბერი 2018 (1)
  • აგვისტო 2018 (1)
  • ივლისი 2018 (1)
  • ივნისი 2018 (1)
  • თებერვალი 2018 (2)
  • იანვარი 2018 (3)
  • ნოემბერი 2017 (9)
  • ოქტომბერი 2017 (1)
  • სექტემბერი 2017 (2)
  • აგვისტო 2017 (9)
  • ივლისი 2017 (132)
  • ივნისი 2017 (515)
  • მაისი 2017 (975)
  • აპრილი 2017 (1033)
  • მარტი 2017 (1122)
  • თებერვალი 2017 (178)
  • იანვარი 2017 (2)
  • ნოემბერი 2016 (1)
  • ოქტომბერი 2016 (7)
  • სექტემბერი 2016 (2)
  • აგვისტო 2016 (1)
  • ივნისი 2016 (19)
  • მაისი 2016 (1)
  • აპრილი 2016 (4)
  • მარტი 2016 (1)
  • თებერვალი 2016 (15)
  • იანვარი 2016 (2)
  • დეკემბერი 2015 (3)
  • ნოემბერი 2015 (37)
  • ოქტომბერი 2015 (1)
  • სექტემბერი 2015 (1)
  • ივნისი 2015 (1)
  • მაისი 2015 (1)
  • აპრილი 2015 (3)
  • მარტი 2015 (2)
  • იანვარი 2015 (4)
  • ნოემბერი 2014 (1)
  • ოქტომბერი 2014 (16)
  • სექტემბერი 2014 (55)
  • აგვისტო 2014 (48)
  • ივლისი 2014 (314)
  • ივნისი 2014 (245)
  • მაისი 2014 (143)
  • თებერვალი 2014 (1)
  • მაისი 2013 (1)
  • თებერვალი 2013 (1)
  • იანვარი 2013 (1)
კატეგორიები
  • 1tv.Ge (9 461)
  • IMEDI.GE (7 401)
  • ipn.ge (7 598)
  • newposts.ge (2 242)
  • ON.GE (1 551)
  • Radiotavisupleba.Ge (3 728)
  • Rustavi2.Ge (4 557)
  • ეკონომიკა (1 821)
  • კულტურა (1 157)
  • მსოფლიო (4 099)
  • პოლიტიკა (25 722)
  • საზოგადოება (60 208)
  • სოციალური მედია (4 824)
  • სპორტი (7 777)
  • სხვადასხვა (3 633)
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • სააგენტოები
  • ვიდეო არხი
  • არქივი
  • Back to top
© Allmedia.news 2019. All rights reserved.
Produced by Allmedia.news