„ატლეტიკოს“ იანვარში კავანის შეძენა სურს – 1TV

0
7

„ატლეტიკოს“ იანვარში კავანის შეძენა სურს

მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ედინსონ კავანის შეძენით. ესპანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებენ გარიგების განხორციელებას, – დაწერა გაზეთმა AS-მა.

დიეგო კოშტას ტრავმის გამო, „ატლეტიკოში“ ფორვარდების დეფიციტია. ამასთან, სახელფასო ბიუჯეტი გადატვირთულია, ამიტომაც, იანვარში გუნდს მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება – მთავარ კანდიდატებად სახელდებიან სანტიაგო არიასი და შიმე ვრსალკო.

კავანის კონტრაქტი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ გუნდში მაურო იკარდის მისვლის შემდეგ, ურუგვაელს მნიშვნელოვნად დააკლდა სათამაშო დრო. ამ სეზონში კავანიმ მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.