იაპონიაში ერთ-ერთი ოლიმპიურ ობიექტზე რადიაციის კრიტიკული დონე დაფიქსირდა – 1TV

0
9

იაპონიაში ერთ-ერთი ოლიმპიურ ობიექტზე რადიაციის კრიტიკული დონე დაფიქსირდა

„გრინპისის“ იაპონური განყოფილების ინფორმაციით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ობიექტზე რადიაციის უკიდურესად მაღალი დონე გამოავლინეს. რადიაციის კერა აღმოაჩინეს 26 ოქტომბერს, ფუკუსიმას პრეფექტურის ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში, საიდანაც სტარტს აიღებს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა.

იტყობინებიან, რომ რადიაციის დონე J-Village-ის სტადიონის გარშემო საათში 71 მიკროზივერტს აღწევდა. ეს 1775-ჯერ აღემატება 2011 წელს, „ფუკუსიმა-1“-ის ატომურ ელექტრო სადგურზე მომხდარ ავარიამდე მაჩვენებელს – 0.04 მიკროზივერტი საათში.

18 ნოემბერს, „გრინპისმა“ წერილი გაუგზავნა იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრს სინძირო კოიძუმის და მოითხოვა დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ თამაშების დროს, J-Village-ის სტადიონზე ხალხი დაცული იყოს რადიაციისგან.

„გრინპისის“ ექსპერტები აპირებენ თავად გააკონტროლონ რადიაციის დონე და თვალი მიადევნონ ქვეყნის მთავრობის მუშაობას ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.