წყალბურთი – „დინამოს“ დასანანი მარცხი „ჰანოვერთან“ – 1TV

0
12

წყალბურთი – „დინამოს“ დასანანი მარცხი „ჰანოვერთან“

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა თბილისის „დინამომ“, რომელიც შინ გერმანულ „ჰანოვერს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით, 10-11 დამარცხდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და „დინამო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტი პერიოდის დასკვნით წუთებში გერმანელმა წყალბურთელებმა წინ გასვლა მოახერხეს და ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

მომდევნო მატჩს დინამო 14 დეკემბერს სტუმრად გამართავს. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, იტალიური „პრო-რეკო“ იქნება.