შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორიმ“ სეზონზე მესამე ჯილდო მოიგო

0
9

ტაშკენტის “ფახთაქორის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ მიმდინარე სეზონში გუნდს მესამე ტიტული მოაგებინა.

ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვების შემდეგ, არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტელებმა AGMK 6:2 დაამარცხეს და ლიგის თასი მოიპოვეს.

“ფახთაქორი” ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ჯერ “კოკანდი” 4:2 დაამარცხა, შემდეგ კი 3:0 “შორტანს” მოუგო.

ტაშკენტის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოთა არველაძე უკვე ორი წელია მუშაობს და მისი ასისტენტები არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა არიან.