Bloomberg-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა

0
4

Bloomberg-მა წლის 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. 

გამოცემამ ყველაზე გავლენიანები 5 კატეგორიაში გამოავლინა: ბიზნესი, ფინანსები, ტექნოლოგიები და მეცნიერება, პოლიტიკა და გართობა. სია Bloomberg-ის ჟურნალისტების და რედაქტორების გამოკითხვის შედეგად დგინდება.

2019 წლის რეიტინგში მოხვდნენ: რეპერი Lil Nas X-ი, მსახიობი და სცენარისტი ფიბი უოლერ-ბრიჯი, ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი, ჰონგ-კონგის დემონსტრანტები, რიანა, კაილი ჯენერი. გამოცემა სიაში მოხვედრილებს ნომრებს არ ანიჭებს. 

Bloomberg 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგს 2011 წლიდან ადგენს.