წითელას ეპიდემიის გამო სამოაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0
9

წითელას ეპიდემიის გამო სამოაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოას ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში წითელას 60 ადამიანი ემხვერპლა.

ისინი ეპიდემიით დაინფიცირებულ მოსახლოებას მოუწოდებენ საკუთარ საცხოვრებელ კარებზე წითელი დროშები ჩამოკიდონ, რათა ექიმებისათვის მათი ამოცნობა გამარტივდეს. სამოას ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-ს აღემატება. ქვეყანაში სასწავლო პროცესი დრობით შეჩერებულია.

სამოაში ამჟამად ამსტრალიიდან, აშშ-დან და ახალი ზელანდიიდან 200-მდე ექიმი იმყოფება. მათ 200 000-იანი ქვეყანა ვაქცინებით მომარაგეს და მოსახლოებას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელთა ნაწილიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს.