სამეფო ოჯახის ბიოგრაფმა პრინც ჰარის ონავრობის უცნობი ისტორიები გაიხსენა

0
11

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრინცი ჰარი ყოველთვის არ იყო ისეთი სერიოზული და მაცდური კაცი, როგორიც დღეს არის. ღამის ჩხუბები, მასწავლებლების გამოჯავრება, “სკინჰედის” მსგავსად თმა, ლას-ვეგასში გახდაზე პოკერის თამაში… მოზარდობისას პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ვაჟი ბევრ ოინში მონაწილეობდა. თავის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, ჟურნალისტი და სამეფო ოჯახის გამოცდილი ბიოგრაფი ანჯელა ლევინი აღწერს იმ დროს, როდესაც პრინცი ჰარი ჯერ კიდევ ცუდი ბიჭი იყო. ამ შაბათ-კვირას ყოველდღიურმა გაზეთმა Sunday Express-მა ამ წიგნიდან რამდენიმე პიკანტური ნაწყვეტი გამოაქვეყნა”, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი ტიანა სოარესი.

“მაგალითად, ჩვენ ვიგებთ, რომ 1998 წლის ივლისის დასასრულს, ლედი დიანას დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ, პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინც ჩარლზ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიურპრიზი წვეულება მოუწყვეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ორივე ძმას სურდა გაეცოცხლებინა სტრიპტიზის ცნობილი სცენა ფილმიდან The Full Monty, რომელიც 1997 წელს გამოვიდა”, – წერია სტატიაში.

“ჰარი, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, ისე დათვრა, რომ არ დასჯერდა სამოსის ნაწილობრივ გახდას, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი – მთლიანად გაიხადა და სტუმრების წინაშე შიშველი დარბოდა”, – წერს ჟურნალისტი ანჯელა ლევინი წიგნში. ამ სცენის შემსწრე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ლევინი ჰყვება, რომ პრინცი ჩარლზი “შოკირებული” იყო და “გაწითლდა”, თუმცა შემდეგ გონს მოვიდა და სტუმრებს უთხრა, რომ ეს “თინეიჯერული გამბედაობა” იყო. 

“რით შეიძლება აიხსნას ასეთი ქცევები? შესაძლოა ის უბრალოდ დედის რჩევებს მიყვებოდა”, – მიაჩნია წიგნის ავტორს, რომელიც იხსენებს პრინც ჰარისთან ადრინდელ საუბარს: “მან ღიმილით მითხრა, რომ თავად აირჩია “ცუდი ბიჭის იმიჯი” და დასძინა, რომ დედამ მკაფიოდ მიუთითა მას ამ გზისკენ”, – წერს წიგნში ჟურნალისტი ანჯელა ლევინი.