ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge მერაბ ქვარაია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე - ამ საკითხზე არის აზრთა...

მერაბ ქვარაია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე – ამ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა როგორც გუნდში, ასევე მის გარეთ – თუმცა დისკუსიის გახსნა ძალიან ნორმალურია

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებას 200 000 ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთაც და მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით „მსჯელობის დაწყება ნორნალური იქნება“.

“ჯერჯერობით, ეს ინიციატივა ვერ დარეგისტრირდება, მას დასჭირდება 200 000 ადამიანის მხარდაჭერა. საინტერესოა, თავად ორპალატიანი პარლამენტის იდეა, რომელიც ჩვენს წინა და მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩადებული. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გუნდში, ასევე გუნდის გარეთ, ბუნებრივია, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ის იდეა, რაც არის კონსტიტუციაშივე ჩადებული, ამასთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება, დისკურსიის გახსნა და მოსაზრებების მოსმენა ძალიან ნორმალური იქნება,”- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები