კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი – რუსეთს არ უნდა მიეცეს დიდი შვიდეულის ფორმატში დაბრუნების უფლება, რადგან ქვეყანამ პუტინის მმართველობისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია მოახდინა – 1TV

0
4

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი – რუსეთს არ უნდა მიეცეს დიდი შვიდეულის ფორმატში დაბრუნების უფლება, რადგან ქვეყანამ პუტინის მმართველობისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია მოახდინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს დიდი შვიდეულის ფორმატში დაბრუნების უფლება. კონგრესმენმა ამის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია დაასახელა.

„პრეზიდენტ პუტინის მმართველობით რუსეთი შეიჭრა და ოკუპაცია მოახდინა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც კლავენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ყველა ეს ქმედება ეწინააღმდეგება დიდი შვიდეულის ჯგუფის ფუნდამენტური პრინციპებს და მთელს მსოფლიოში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ბატონი პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი. აშშ-ს და მის მოკავშირეებს პუტინის ნდობა არ შეუძლიათ იმ პირობებში, როდესაც მას მისი ქვეყანა კორუფციის და მკვლელების გზისკენ მიჰყავს“,- განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.